понедельник, 8 декабря 2008 г.

გადავარჩინოთ მომავალი

პროექტის მთავარი მიზანია მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რა არის ჯანსაღი საზოგადოება და გაიაზროს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რათა გახდეს ჯანსაღი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. გაერკვეს, რომ დღეს, გლობალური კატაკლიზმებისპირობებში, მაშინ როდესაც უამრავი საფრთხე ემუქრება, მწვავედ დგება ადამინაის არსებობის პრობლემა.ჯანსაღი ადამიანი , სწორედ ის არის ერთადერთი საშუალება, რომელიც მეტ-ნაკლებად გადაჭრის ამ პრობლემას. ამ სერიოზულ პრობლემას აღრმავებს და ხელს უწყობს მავნე ჩვევები, რაც ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას. რეალურ საშიშროებას უქმნის ჩვენს ერს. მათ შორის ურთულეს პრობლემად გვესახება ნარკომანია.
პროექტის დახმარებით მოზარდმა უნდა გაითავისოს, თუ როგორ უშლის მავნე ჩვევები ადამიანს იცხოვროს უსაფრთხოდ, იყოს ბედნიერი, წარმოუდგინოს საშიშროება იმისა, თუ რამდენად ხდება პიროვნება დამოკიდებული ნარკოტიკზე, მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ დასაწყისშივე უარი თქვას მავნე ჩვევებზე, უფრო მეტიც ჩაერთოს მის წინააღმდეგ გამართულ მოძრაობებში. მან უნდა შესძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ხელშემწყობ ფაქტორებს, რომლებიც იწვევნ ამ მავნე ჩვევებზედამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ჩვენი პროექტი ხაზს უსვამს მტკიცე ჯანმრთელობას და მაქსიმალური ინფორმაციის ფონზე ცხოვრების წესის არჩევის თავისუფლებას.
ჩვენი მცდელობაა, ჩვენს თანატოლებს გავუღვივოთ სურვილი უარი თქვან მავნე ჩვევებზე.ხელი შეუწყოთ მათ სულიერ, ფიზიკურ და მორალური განვითარების სწორად წარმართვას.
ჩვენი პროექტი მრავალეტეპიანია:
სკოლაში შევქმენით მუშა ჯგუფები, თითოეულ ჯგუფში 8-10 ბავშვი. მათ დაეხმარათ სკოლის ექიმი ქ-ნი ნინო თოდუა, ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგები: ნელი ბარნაბიშვილი, რუსუდან შაუთიძე.

შევხვდით ნარკოლოგიური ცენტრის წარმომადგენლებს-ექიმ ნარკოლოგებს ბატონ ზაზა შენგელიას და ბატო ჯემალ ლეჟავას, ექიმ ფსიქოლოგს ეკა კავთიაშვილს, რათა მოგვეპოვებინა ინფორმაცია ნარკომანიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რას მიჰყავს ადამიანი ამ მძიმე მდგომარეობამდე და შეუძლია თუ არა მას თავი დააღწიოს ამ საშინელ სენს. რასაც დღეს “ავადმყოფობას“ ეძახიან. მათი აზრით ბევრი ფაქტორი არსებობს, რამც შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამ მდგომარეობამდე.
კერძოდ, ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, არჩევანისა, როცა იგი თავად ირჩევს სად დადგეს. მიზეზი კი ბევრია - გარკვეული ყოფითი პირობები, ეკონომიური თუ სულიერი სისუსტე და ა.შ. ექიმი-ნარკოლოგები ნარკომანიას ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევენ, რომელსაც თან ახლავს რემისიების (ნათელი პერიოდები) და რეციდივების (გამწვავება) მონაცვლეობა.ადამიანი ნარკოტიკის ერთხელ გასინჯვის შემთხვევაშიც კი ხდება მასზე დამოკიდებული როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.მკურნალობა კი ძალზედ რთულია, რაც გულისხმობს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ფიზიკური დამოკიდებულებისაგან ანუ “ლომკის მოხსნას“,ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევას და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.
ვეწვიეთ მარტყოფის მონასტერს, დიმიტრი თავდადებულის ტაძარს. მოვინახულეთ იქაური მოძღვრები მამა მიქაელი და მამა მალხაზი, რომელთაც კარგად გაგვარკვიეს, თუ რააოდენ დიდია ეკლესიის როლი ნარკომანიასგან თავის დაღწევაში. მათი აზრით, თუ ადამიანს ექნება უფლის რწმენა, სიყვარული, სასოება და იმედი იმისა, რომ ღმერთი მის უძლურებას შეეწევა, ის აუცილებლად განიკურნება.
გავესაუბრეთ ნარკომანებსა და უკვე ნამკურნალევ ნარკომანებს, და შეძლებისდაგვარად გავიგეთ მათი აზრი საკუთარ მდგომარეობაზე. ისინი ერთსულოვნად აღიარებენ, რომ ერთხელაც არ უნდა გაუსინჯო ნარკოტიკს გემო, მისგან თავის დაღწევა საკმაოდ ძნელია და ორივე მისტირის წარსულსა და დაკარგულ დროს. მწარე რეალურიდან გამომდინარე მათ ისურვეს ინკოგნიტოდ დარჩენა.
შევხვდით გლდანი-ნაძალადევის რაიონის შსს მე-9 განყოფილების იურისტს, ქალბატონ თეა ბარაბაძეს, რომელმაც სემინარი ჩაატარა სკოლაში აღნიშნულ თემაზე. გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რაოდენ დიდია ხშირად ნარკოტიკის როლი სასტიკ დანაშაულებრივ ქმედებაში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარება სამართალდარღვევაა.
ნარკოტიკების ხმარება დაკავშირებულია ცნობიერების შეცვლის მდგომარეობასთან და უკონტროლო ქცევასთან.სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ ნარკომანის ცხოვრება გადაჯაჭვულია ისეთ ქმედებებთან, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ოჯახური ძალადობა და ა.შ.
შედეგად, მოპოვებული ინფორმაციული მასალა დავამუშავეთ და გავაკეთეთ პრეზენტაცია მთელი სკოლის კონტიგენტთან. შევქმენით საინფორმაციო ფურცლები, სკოლის გაზეთი, ბუკლეტები, გავმართეთ აქცია ანტინარკომანიული მოძრაობის სახით, რომელშიც ჩართული იყო ბევრი მოზარდი, დავურიგეთ ჩვენს მიერ დამზადებული ბუკლეტები, ასევე საქართველოს ანტინარკოტიკული კოლაიციის მიერ გამოცემული ბროშურა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები გამოეხმაურენ შემოქმედებითი შეჯიბრით თემაზე: “ჩვენი სკოლა და ჯანსაღი ცხოვრება“, შექმნეს ნახატები, ლექსები, ჩანახატები პროექტით გათვალისწინებულ თემატიკაზე.
გამოვაცხადეთ კონკურსები: თექსი, სიმღერა თუ ნახატი ანტინარკოტიკული ხელოვნების ნიმუშისათვის.

პროექტზე მუშაობდნენ :ანა მაისურაძე, XI კლ. მოსწავლე, თამთა ირემაშვილი, XII კლ. მოსწავლე, სალომე მაჩაიძე, XII კლ. მოსწავლე, ნინო თოდუა, №11 საჯარო სკოლის ექიმი.



მონაწილეები სხვა სკოლებიდან: rusudannadareishvili2.blogspot.com

http://docs.google.com/Presentation?id=dcwzx5ms_25f2g88vg8